Accessibility links

logo-print

საქართველო ბრიუსელისგან 27 ივნისს პოზიტიურ შეფასებას ელოდება


საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზების მინიჭების პროცესი ჩქარი ტემპით მიდის და მომზადებულია ევროკომისიის ანგარიშის პროექტი, რომლის პირველი განხილვაც 27 ივნისს გაიმართება,- განაცხადა საქართველოს საგარეო მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ რადიო თავისუფლების ბრიუსელელ კორესპონდენტ რიკარდ იოზვიაკთან საუბრის დროს. მინისტრის თქმით, დოკუმენტში საუბარი იმაზე იქნება, რომ საქართველომ უფრო მეტ პროგრესს მიაღწია სავიზო ლიბერალიზების პროგრამით ნაკისრი რეფორმების მხრივ, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ევროკომისიას არ აქვს დამატებითი შეკითხვები საქართველოზე ანგარიშის თაობაზე და ვიმედოვნებ, რომ პროცესი, რომელიც ჩქარი ტემპით მიდის, რელევანტურ შედეგებამდე მიგვიყვანს, - აღნიშნა მინისტრმა ექსკლუზიურ ინტერვიუში. ამასთან, ჯანელიძემ თავი აარიდა კონკრეტულ ვადებსა და თარიღზე საუბარს, თუ როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას. რაც შეეხება გერმანიაში მოქმედ ქართველ ორგანიზებულ დამნაშავეთა ჯგუფის არსებობას, მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ „გერმანულმა პრესამ გააზვიადა ქართველ დამნაშავეებზე საუბრის დროს.“

XS
SM
MD
LG