Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში იზრდება გარკვეული კატეგორიის მოქალაქეთა სოციალური პაკეტი


საქართველოში პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ასევე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ოდენობა 180 ლარამდე გაიზრდება. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკოს თქმით, მთავრობის მომავალ სხდომაზე, რომელიც შემდეგ კვირაში იგეგმება, წარდგენილი იქნება დადგენილება, რომლის მიხედვითაც, პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს გაეზრდებათ სოციალური პაკეტის ოდენობა და 180 ლარი გახდება.

XS
SM
MD
LG