Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში კიდევ ერთი ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია მიმდინარეობს


აშშ-ის მხარდაჭერით, სირიის ქურთებისა და არაბების ალიანსმა ფართომასშტაბიანი ოპერაცია წამოიწყო ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსაგან“ კიდევ ერთი ქალაქის გასანთავისუფლებლად. როგორც ბრიტანეთში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია იუწყება, 23 ივნისს სირიის დემოკრატიული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებსა და ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრებს შორის ბრძოლები ქალაქ მანბიჯის მისადგომებთან მიმდინარეობს. იუწყებიან, რომ ალიანსის დანაყოფები ჩრდილოეთის მისადგომებიდან ბრძოლებით უკვე შევიდნენ ქალაქში. სხვები კი დასავლეთის მხრიდან მიიწევენ წინ. თურქეთ-სირიის საზღვრის გასწვრივ მდებარე ქალაქ მანბიჯის და მისი შემოგარენის გასათავისუფლებლად შეტევითი ოპერაცია აშშ-ის სპეცდანიშნულების ძალების დახმარებით სირიის დემოკრატიულმა ძალებმა თვის ბოლოს დაიწყეს.

XS
SM
MD
LG