Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ მოკლა ფირნჰაიმის კინოცენტრზე თავდამსხმელი


როგორც გერმანიის პოლიციის წარმომადგენლმა უთხრა საზოგადოებრივ მაუწყებელ ARD-ს, სპეცრაზმმა მოკლა თავდამსხმელი, რომელმაც 23 ივნისს ცეცხლი გახსნა ფრანკფურტთან ახლომდებარე ქალაქ ფირნჰაიმის კინოცენტრში. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 20 კაცი დაიჭრა. ინციდენტიდან მალევე გავრცელდა გადაუმოწმებელი ცნობები, თითქოს დამნაშავე პოლიციამ შეიპყრო. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდასხმელი განადგურებულია. მის ვინაობას და მოქმედების მოტივს გამოძიება ადგენს.

XS
SM
MD
LG