Accessibility links

logo-print

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს, რუსი დიპლომატების მოგზაურობისთვის შეზღუდვების დაწესების გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს აფრთხილებს, არ დაუწესოს რუს დიპლომატებს „ცივი ომის“ პერიოდის შეზღუდვები, რომლებიც ქვეყნის შიგნით მათ გადაადგილებას ეხება. მოსკოვი აცხადებს, რომ შეუძლია მსგავსი შეზღუდვები დაუწესოს ამერიკელ დიპლომატებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადება მოჰყვა ცნობას, რომ აშშ-ის სენატს წარუდგინეს ახალი კანონპროექტი, რომელიც რუსეთის საელჩოს და საკონსულოს თანამშრომლების, “ცივი ომის“ პერიოდში მიღებულ, მეთვალყურეობას გულისხმობს და მათ სამუშაო ადგილიდან დაშორების მანძილს უწესებს. დოკუმენტი უნდა დამტკიცდეს სენატის დაზვერვის კომიტეტში და შემდეგ უყრის მას კენჭს საკანომნდლებლო ორგანო.

XS
SM
MD
LG