Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: ინდოეთი და პაკისტანი 2017 წელს შეიძლება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას შეუერთდნენ


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 24 ივნისს განაცხადა, რომ ინდოეთი და პაკისტანი შეიძლება შეუერთდნენ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას 2017 წელს. ორგანიზაციის სამიტზე გამოსვლისას, ტაშკენტში, პუტინმა განაცხადა, რომ ნიუ დელიმ და ისლამაბადმა უნდა შეასრულონ ყველა ვალდებულება, რათა მოიპოვონ წევრის სტატუსი. მან იმედი გამოთქვა, რომ ეს, მომავალი, 2017 წლის სამიტისთვის მოხდება. პუტინის თანახმად, ასევე აღარაფერი უშლის ამ ორგანიზაციაში ირანის გაწევრიანებას. ორგანიზაციის წევრების სამიტი ტაშკენტში სხვათა შორის ეძღვნება რეგიონულ უსაფრთხოებას და ვითარებას ავღანეთში. ამ ეტაპზე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთთან ერთად, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. ავღანეთი, ბელორუსია, ინდოეთი, ირანი, მონღოლეთი და პაკისტანი მეთვალყურის სტატუსით სარგებლობენ.

XS
SM
MD
LG