Accessibility links

logo-print

პრეზიდენტს მოუწოდეს, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს


არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდა, ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს. ინტერპარტიული ჯგუფი ითხოვს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს კოდექსის 51-ე და 119-ე მუხლებზე, რომლებშიც საუბარია კვალიფიციური სუბიექტისთვის ბარიერის დაწევაზე, უფასო სარეკლამო, საეთერო დროის ოდენობასა და კვალიფიციური სუბიექტისთვის საარჩევნო ნომრის განსაზღვრაზე. არასაპარლამენტო ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა არც ოპოზიციის, არც არასამთავრობოს სექტორის და არც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია და ამ კვირაში, მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პროექტი.

XS
SM
MD
LG