Accessibility links

logo-print

სირიის ოპოზიცია გაეროს მიმართავს გამოიძიონ რუსეთის მიერ კასეტური ბომბების გამოჩენების ფაქტი


სირიის მთავარი ოპოზიციური ჯგუფი გაეროს მიმართავს თხოვნით, გამოიძიონ ბრალდება, რომ რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოიყენა კასეტური და აალებადი ბომბები სირიაში. ოპოზიციური ჯგუფის, „მოლაპარაკების უზენაესი კომიტეტის“ წევრმა, რიად ჰიჯაბმა განაცხადა, რომ ათი შემთხვევა ამ იარაღის გამოყენებისა დოკუმენტირებულია. მან წერილი მისწერა გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს, თხოვნით, გამოიძიონ ბრალდება, რადგან საქმე ეხება საერთაშორისო კონვენციის და ჰუმანიტარული საერთაშორისო კანონის დარღვევას.

XS
SM
MD
LG