Accessibility links

logo-print

პაკისტანის ქალაქ კვეტაში ბომბმა სამი ადამიანი მოკლა


პაკისტანის პოლიციის ცნობით, სულ მცირე, სამი პირი მოკლა ბომბის აფეთქებამ ქალაქ კვეტაში. დაშავებულთა რიცხვი 24-ია.პოლიციის თანახმად, ბომბი დამაგრებული იყო მოტოციკლზე, რომელიც აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე, სავაჭრო არეალში იდგა. დაზიანდა მიმდებარე მაღაზიები. პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქებას არ ჰქონია კონკრეტული სამიზნე. პოლიციის ოფიცრის, ჩანდრი მანზურის თქმით, აფეთქება მოეწყო „შიშის და ტერორის“ დათესვის მიზნით. პასუხისმგებლობა არავის უკისრია.

XS
SM
MD
LG