Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: აშშ-ის და ბრიტანეთის ურთიერთობა მტკიცეა რეფერენდუმის მიუხედავად


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ „განსაკუთრებული ურთიერთობა“ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მტკიცეა რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად. ობამას განცხადებაში წერია, რომ იგივე ეხება ევროკავშირთან ურთიერთობასაც, რომელმაც ამდენი გააკეთა ეკონომიკური ზრდის სტაბილურობისთვის ხელშესაწყობად, დემოკრატიული ფასეულობების გასავრცელებლად კონტინეტზე და მის გარეთ.

XS
SM
MD
LG