Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერნი სანდერსი ჰილარი კლინტონს მისცემს ხმას


აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი, ბერნი სანდერსი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონს მისცემს ხმას. სანდერსმა ეს განაცხადა ტელეინტერვიუში 24 ივნისს. მისი თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა დაეხმაროს კლინტონს დაამარცხოს დონალდ ტრამპი, რადგან, მისი აზრით, ტრამპი, თუ მას აირჩევენ პრეზიდენტად, ბევრ მხრივ იქნება კატასტროფა. სანდერსმა ადრე გამოაცხადა, რომ ითანამშრომლებს კლინტონთან ტრამპის დასამარცხებლად.

XS
SM
MD
LG