Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დევიდ კამერონის ბრალდებას, რომ მიესალმება „ბრექსიტს“, რუსეთის პრეზიდენტი უარყოფს


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, უარყო ბრიტანეთის პრემიერის, დევიდ კამერონის ბრალდება, რომ რუსეთმა უადგილოდ მოახდინა გავლენა ბრიტანეთის საზოგადოებრივ აზრზე რეფერენდუმის წინ. ტაშკენტში პუტინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ კამერონის ბრალდება უსაფუძვლოა, რომ რუსეთი არ ჩარეულა ამ საქმეში, და რომ კენჭისყრის შედეგი, დაეტოვებინათ ევროკავშირი, ბრიტანელების უკმაყოფილებას გამოხატავს მიგრაციის, უსაფრთხოების სფეროში შეშფოთების და ევროკავშირის ბიუროკრატიის მიმართ. პუტინის აზრით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა დადებითი შედეგია გლობალური ეკონომიკისა და რუსეთის ეკონომიკისთვისაც. პუტინი არ მოელის, რომ რეფერენდუმის შედეგები გავლენას მოახდენს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაწესების ევროკავშირისეულ პოლიტიკაზე.

XS
SM
MD
LG