Accessibility links

იტალიის სანაპირო დაცვა იუწყება 2000-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენის შესახებ


იტანლის სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, 24 ივნისს ხმელთაშუა ზღვაში გადაარჩინეს 2000-ზე მეტი მიგრანტი, რომელიც გადავსებული ნავებით ცდილობდა ევროპაში ჩაღწევას. შედეგად თითქმის 10 ათასამდე გაიზარდა ხმელთაშუა ზღვაში ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში გადარჩენილი მიგრანტების რიცხვი. გემებით, რომლებიც იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალებს, ევროკავშირის საზღვრების დაცვაზე პასუხისმგებელ სააგენტო „ფრონტექსს“, ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო მისიას და საქველმოქმედო ორგანიზაციებს ეკუთვნის, გადაარჩინეს მიგრანტები, რომლებიც ცხრა ნავით მიეშურებოდნენ ევროპის ნაპირებისაკენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ჩავიდა 222 318 მიგრანტი, დაიღუპა, ან ხმელთაშუა ზღვის გავლით მგზავრობისას დაიკარგა 2 861 ადამიანი.

XS
SM
MD
LG