Accessibility links

logo-print

რომის პაპი: მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს სომეხთა „გენოციდს“


რომის პაპმა განაცხადა, რომ მსოფლიომ არასოდეს უნდა დაივიწყოს სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ოსმალეთის იმპერიაში, რასაც ფრანცისკემ დაგეგმილი „გენოციდის“ ნაწილი უწოდა. „მწუხარე გულით ვლოცულობ აქ, რათა ამის მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს განმეორდეს, კაცობრიობამ არასოდეს უნდა დაივიწყოს და მუდამ უნდა ახსოვდეს, თუ როგორ შეიძლება ბოროტების სიკეთით დამარცხება“, -ჩაწერა რომის პაპმა 25 ივნისს ერევანში, წიწერნაკაბერდის გენოციდის ხსოვნის მემორიალთან სტუმრების წიგნში. სომხეთში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, რომის პაპმა 25 ივნისს ქალაქ გიუმრიში ჩაატარა ერთადერთი საჯარო მესა, რომელსაც სომხეთსა და სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებიც ესწრებოდნენ. „ჩვენ კათოლიკე ქალები, ახალციხიდან ჩამოვედით რომის პაპის სანახავად. შუაღამის პირველ საათზე ავდექით, ჩამოვედით და მოუთმენლად ველოდებით მის ნახვას“, - განაცხადა ახალციხელმა მარიამ.

XS
SM
MD
LG