Accessibility links

logo-print

მოსკოვის სასმართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ნიკიტა ბელიხს


მოსკოვის სასამართლომ შაბათს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კიროვის ოლქის ყოფილ გუბერნატორ ნიკიტა ბელიხს, რომელიც 24 ივნისს ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის წინადადება, რომელიც ბელიხისათვის თავდებით განთავისუფლებას და შინა პატიმრობას მოითხოვდა. ბელიხმა არ უარყო ფულის აღება, რომელიც ყოფილი გუბერნატორის თქმით, განკუთვნილი იყო ქალაქ კიროვის საჭიროებისათვის. ნიკიტა ბელიხმა, გამოძიების ვერსიით, შუამავლის ხელით მიიღო 400 ათასი ევრო, რის სანაცვლოდ კიროვის გუბერნატორს მფარველობა უნდა გაეწია ქრთამის მიმცემის საინვესტიციო პროექტებისათვის.

XS
SM
MD
LG