Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფონდო ბირჟებმა 2 ტრილიონი დოლარი დაკარგეს „ბრექსიტის“ გამო


მსოფლიოს წამყვანმა საფონდო ბირჟებმა დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარი დაკარგეს, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის გამო, რაც ამცირებს შემოსავლებს მსოფლიო მასშტაბით და საფრთხეს უქადის ბაზრების სტაბილურობას. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს საფონდო ბირჟებმა შემოსავლების 5 პროცენტი დაკარგეს, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მსოფლიოს სხვა ლიდერები ცდილობენ დაარწმუნონ ინვესტორები, რომ მსოფლიო ეკონომიკა შეინარჩუნებს წონასწორობას მიუხედავად იმ შოკისა, რაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმზე დაფიქსირდა. ობამამ განაცხადა, რომ რეფერენდუმის მოულოდნელი შედეგის მიუხედავად, „აშშ-ისა და ბრიტანეთის ურთიერთობა ეკონომიკურ ზრდასა და ფინანსური სტაბილურობაზე იქნება ფოკუსირებული.“

XS
SM
MD
LG