Accessibility links

logo-print

მილიონზე მეტი ბრიტანელი განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს


1,1 მილონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი პეტიციას, რომელიც მოუწოდებს მთავრობა, რომ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ხელმეორედ ჩაატაროს რეფერენდუმი. პარლამენტის სახელზე შედგენილი პეტიციის ავტორები მოითხოვენ ისეთი ნორმის შემოღებას, რომლის თანახმად 60 %-ზე ნაკლები არ უნდა წყვეტდეს ქვეყნის ევროკავშირში დარჩენა-არდარჩენის საკითხს. ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელიც 100 ათას ხელმოწერას მოაგროვებს. კიდევ 130 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი მეორე პეტიციას, რომელიც ლონდონის მერ სადიყ ხანს მოუწოდებს, რომ „ლონდონი გამოაცხადოს დამოუკიდებლად და ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვოს.“

XS
SM
MD
LG