Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი მღვდელი სიმთვრალისა და დაუმორჩილებლობის გამო პოლიციამ დააკავა


ქართველი სასულიერო პირი, აცანის ეკლესიის წინამძღოლი, რომელიც პოლიციამ სიმთვრალისა და სიჩქარის გადამეტების გამო დააკავა, მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. თუმცა, მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები გრძელდება. მანამდე მღვდელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ, იგი ოთხმა პოლიციელმა სცემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მთვრალმა სასულიერო პირმა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, შემდეგ კი თვითდაზიანებები თავადვე მიიყენა. ამ ინცინდენტის დამადასტურებელ სრულ ვიდეომასალას პოლიცია, ჯერჯერობით არ ასაჯაროებს და მას მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს გაუგზავნის.

XS
SM
MD
LG