Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში „ისლამურმა სახელმწიფომ“ იერიში წამოიწყო


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ გააფთრებული იერიში წამოიწყო ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონზე. ბრძოლებში ათობით ავღანელი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირია დაღუპული, 18 კი - დაიჭრა. ამის შესახებ ნანგარის პროვინციის გუბერნატორმა სალემ ხან ყუნდუზმა განაცხადა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო სამი დღის განმავლობაში, შეტაკებებში ასზე მეტი ექსტრემისტი გაანადგურეს. ბოლო თვეებში, უკანონო დაჯგუფებებმა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირს იბრალებენ, პაკისტანთან მდებარე მთიან რაიონებში გააქტიურება დაიწყეს.

XS
SM
MD
LG