Accessibility links

logo-print

რომის პაპი სომხეთის ეკლესიას მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებს


სომხეთში სამდღიანი ვიზიტით მყოფმა რომის პაპმა სომხეთის გრიგორიანულ ეკლესიას მჭიდრო თანამშრომლობისაკენ მოუწოდა, ვიზიტის ბოლო დღეს 26 ივნისს, ეჩმიაძინის ტაძარში ფრანცისკემ საყოველთაო ლოცვა ჩაატარა. რომის პაპმა სომხეთის პატრიარქ გარეგინ მეორეს ორი ეკლესიის უფრო მჭიდრო ერთიანობისაკენ მოუწოდა. სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ და ასევე მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მეხუთე საუკუნეში გაწყვიტეს კავშირი კათოლიკურ ეკლესიასთან.

XS
SM
MD
LG