Accessibility links

logo-print

კვირიკაშვილი: „ქართულ ოცნებას“ ყველა რესურსი აქვს არჩევნებში გასამარჯვებლად


საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ პარტიას აქვს ყველა რესურსი, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად გაიმარჯვოს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა. მან ყურადღება გაამახვილა სურვილზე, ფუნდამენტურად შეიცვალოს განათლების სისტემა, რათაახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა აღარ ჰქონდეთ. კვირიკაშვილისთქმით, ამისათვის განათლების სისტემა უნდა გახდეს შრომის ბაზარზე ორიენტირებული. „გამოიყენეთ შანსი რომელიც დღეს გეძლევათ. თქვენ მოიტანეთ ახალი, ინოვაციური იდეები და ჩვენ გვერდში დაგიდგებით. თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი”, - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს. საქართველოს მთავრობამ ახალგაზრდების ხელშესაწყობად დაიწყო „სტრატაპების“ პროგრამა, რომელიც გულისხმობს პერსპექტიული, ინოვაციური ბიზნეს იდეების დაფინანსებას.

XS
SM
MD
LG