Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველი სასულიერო პირის ცემის ფაქტზე რეაგირებას ითხოვს


საქართველოს სახალხო დამცველი გამოეხმაურა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ლანჩხუთში პოლიციამ სასულიერო პირს სასტიკად სცემა. უჩა ნანუაშვილმა მოუწოდა საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და უზრუნველყოს სასულიერო პირის უსაფრთხოება. ქართველი სასულიერო პირი, აცანის ეკლესიის წინამძღოლი პოლიციამ სიმთვრალისა და სიჩქარის გადამეტების გამო დააკავა. მღვდელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ, იგი ოთხმა პოლიციელმა სცემა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მთვრალმა სასულიერო პირმა შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციას, შემდეგ კი თვითდაზიანებები თავადვე მიიყენა. მოგვიანებით, შემოქმედის ეპარქიამ პატრულის მიერ მამა გაბრიელის ცემის ფაქტს უარყო. შემოქმედის ეპარქიის ინფორმაციით, მამა გაბრიელს მანქანაში ჩაჯდომის დროს შუბლის არე დაუზიანდა ღია მანქანის კარზე მირტყმის შედეგად, რამაც სისხლდენა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG