Accessibility links

logo-print

2 მილიონზე მეტი ბრიტანელი განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს


2 მილონზე მეტმა ბრიტანელმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციას, რომელიც მოუწოდებს მთავრობას, რომ ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით ხელმეორედ ჩაატაროს რეფერენდუმი. პარლამენტის სახელზე შედგენილი პეტიციის ავტორები მოითხოვენ ისეთი ნორმის შემოღებას, რომლის თანახმად არჩევნები ხელახლა უნდა გაიმართოს, თუ რეფერენდუმზე გამოტანილ კითხვას, საერთო ამომრჩეველთა 75%-ის შემთხვევაში, მხარს 60 %-ზე ნაკლები დაუჭერს. ბრიტანეთის პარლამენტი ვალდებულია განიხილოს ნებისმიერი პეტიცია, რომელიც 100 ათას ხელმოწერას მოაგროვებს. კიდევ 130 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი მეორე პეტიციას, რომელიც ლონდონის მერ სადიყ ხანს მოუწოდებს, რომ „ლონდონი გამოაცხადოს დამოუკიდებლად და ევროკავშირში გაწევრიანება მოითხოვოს.“

XS
SM
MD
LG