Accessibility links

ჯორჯ სოროსი ევროკავშირის „დეზინტეგრაციას“ უწინასწარმეტყველებს


მსოფლიოში სახელგანთქმული მილიარდელი და ინვესტორი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, ევროკავშირს სრული რეკონსტრუქცია სჭირდება იმისათვის, რომ გადარჩეს. „განხორციელდა კატასტროფული სცენარი, რისიც ყველას ეშინოდა, ევროკავშირის დეზინტეგრაცია პრაქტიკულად გარდაუვალია“, - წერს ჯორჯ სოროსი „პროჯექტ სინდიკატში“ 25 ივნისს გამოქვეყნებულ სტატიაში. ბრიტანეთის ეკონომიკა და მოსახლეობა არსებითად დაზარალდება მოკლე და საშუალო ვადიან პერსპექტივაში, ხოლო მსოფლიოს საფინანსო ბაზრებზე მანამდე იქნება რყევები, სანამ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოყოფის რთული ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესი გასტანს, - ვარაუდობს სოროსი.

XS
SM
MD
LG