Accessibility links

ესპანეთის არჩევნებში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა კონსერვატიულმა პარტიამ


ესპანეთის კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ მცირე უპირატესობით გაიმარჯვა 26 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში, ესპანეთის სოციალისტური და სხვა ტრადიციული პარტიები მეორე ადგილზე არიან. მემარცხენე ცენტრისტულ „უნიდოს პოდემოსს“ მესამე ადგილი ერგო. არჩევნების ოფიციალური შედეგებით, ესპანეთის კონსერვატიული პარტია, რომლის ლიდერიცაა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მარიანო რაჰოია, 350-იან პარლამენტში 137 ადგილს დაიკავებს, სოციალისტური პარტია - 85ს, „უნიდოს პოდემოსი“ – 71. საპარლამენტო არჩევნებით ესპანეთში დასრულდა ექვსთვიანი პოლიტიკური კრიზისი, რაც დეკემბერში უშედეგო არჩევნებს მოჰყვა. თუმცა, მარიანო რაჰოიმ მაშინ განაცხადა, რომ მისმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა, რაც აძლევდა უფლებას გაეგრძელებინა მინისტრთა კაბინეტის მართვა.

XS
SM
MD
LG