Accessibility links

logo-print

რომის პაპი: მსოფლიო არასოდეს დაივიწყებს სომეხთა „გენოციდს“


სომხეთში ვიზიტად ყოფნისას, რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ მსოფლიომ არასოდეს უნდა დაივიწყოს სომეხთა მასობრივი ხოცვა-ჟლეტა ოსმალეთის იმპერიაში, რასაც მან დაგეგმილი „გენოციდის“ ნაწილი უწოდა. „მწუხარე გულით ვლოცულობ აქ, რათა ამის მსგავსი ტრაგედია აღარასოდეს განმეორდეს, კაცობრიობამ არასოდეს უნდა დაივიწყოს და მუდამ უნდა ახსოვდეს, თუ როგორ შეიძლება ბოროტების სიკეთით დამარცხება“, - ჩაწერა რომის პაპმა 25 ივნისს ერევანში, წიწერნაკაბერდის გენოციდის ხსოვნის მემორიალთან სტუმრების წიგნში. სომხეთში სამდღიანი ვიზიტის განმავლობაში, რომის პაპმა 25 ივნისს ქალაქ გიუმრიში ჩაატარა ერთადერთი საჯარო მესა, რომელსაც სომხეთსა და სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებიც ესწრებოდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG