Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბანში თვითმკვლელმა მოიერიშემ ხუთი ადამიანი დახოცა


ხუთი კაცი დაიღუპა და სულ მცირე 15 დაიჭრა თვითმკვლელი მოიერიშეების მიერ აღმოსავლეთ ლიბანში მომხდარი თავდასხმის შედეგად. იუწყებიან, რომ სირიის საზღვართან ახლოს სოფელ ქააში, ერთბაშად რამდენიმე თვითმკვლელმა აიფეთქა თავი შეკრებილ ხალხში. ცნობებში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვინ მოაწყო აფეთქებები. ლიბანში, რომელიც სამოქალაქო ომში ჩაფლულ სირიას ესაზღვრება, ხშირად ხდება ექსტრემისტების იერიშები. ამ თავდასხმებს კავშირი აქვს შიიტურ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ჰიზბოლასთან“, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მხარეს იბრძვის.

XS
SM
MD
LG