Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი: არ დასტურდება დანაშაულებრივ ქმედებებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა


თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დანაშაულებრივ ქმედებებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა არ დასტურდება როგორც ადგილზე, ისე საქართველოში ჩატარებული გამოძიებით. „ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, ზუსტად იმავე ტრიბუნიდან და იმავე ფორმით გავრცელდეს ახალი განცხადება, როგორც ეს მოხდა ქართველი ჯარისკაცებისთვის ბრალის დადების შემთხვევაში“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა. მან აღნიშნა, რომ საქართველო ითხოვს ბოდიშს და იმის თქმას, რომ განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. წელს იანვარში, გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატმა განაცხადა, რომ რამდენიმე არასრულწლოვანი ბრალს სექსუალურ ექსპლუატაციაში სდებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის მონაწილე ქართველ და ფრანგ სამხედროებს. ბრალდების გამოსაძიებლად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელმაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მუშაობა ახლახან დაასრულა.

XS
SM
MD
LG