Accessibility links

logo-print

კერი: „ბრექსიტის“ გამარჯვების შემდეგ ნატოს როლი უფრო იზრდება


აშშ-ის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი და ნატოს გენერალური მდივანი ამბობენ, რომ სამხედრო ალიანსის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის მოსახლეობამ ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. 27 ივნისს ნატოს შტაბ-ბინაში გამართული შეხვედრის შემდეგ, იენს სტოლტენბერგმა და ჯონ კერიმ ალიანსის ვარშავის სამიტის დღის წესრიგზე ისაუბრეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ ნატოს შემდგომი გაძლიერება კიდევ უფრო მეტ სიცხადეს შეიტანს ევროპაში ბუნდოვანების ფონზე. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დასძინა, რომ „ბრექსიტის“ გამო ევროპის მოკავშირეებს შორის კიდევ უფრო იზრდება ნატოს, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის მაკოორდინებელი ორგანიზაციის როლი.

XS
SM
MD
LG