Accessibility links

logo-print

ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა


თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა დოლიძე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დაინიშნა. ამის შესახებ 27 ივნისს განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, რომელმაც დოლიძეს პირველი დავალება მისცა: პარლამენტთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დამტკიცების საკითხის შეთანხმება. მანამდე ანა დოლიძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრად წარუდგინა, თუმცა საკანონმდებლო ორგანომ მრავალთვიანი მსჯელობის შემდეგ დოლიძის კანდიდატურა ჩააგდო. დოლიძესთან ერთად პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ასევე მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს.

XS
SM
MD
LG