Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ ერდოანმა პუტინს ბოდიში მოუხადა საავიაციო ინცინდენტისთვის


კრემლი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო წერილი, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი ბოდიშს იხდის თურქი სამხედროების მიერ გასულ წელს რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. ამის შესახებ პესკოვმა უთხრა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ თურქეთის პრეზიდენტს სურს რუსეთსა და თურქეთს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების აღდგენა. რეჯეპ ტაიპ ერდოანის მიერ წერილის გაგზავნა დაადასტურა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ "თურქეთის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ მას აპატიებენ დაღუპული რუსი მფრინავის ოჯახის წევრები." რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გაფუჭდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში სირია-თურქეთის საზღვარზე თურქეთის ავიაგამანადგურებლებმა თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

XS
SM
MD
LG