Accessibility links

აბაშიძე: ხვალ გაათავისუფლებენ ჯაშუშობისათვის დაკავებულ საქართველოს მეშვიდე მოქალაქეს


რუსეთი ხვალ ჯაშუშობისათვის დაკავებულ მეშვიდე მოქალაქესაც გაათავისუფლებს, - ამის თაობაზე რადიო თავისუფლებას უთხრა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენლმა, ზურაბ აბაშიძემ. პრაღაში 27 ივნისს გაიმართა კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა. მანამდე მოლაპარაკების შედეგად უკვე მოხერხდა ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში გასამართლებული საქართველოს ექვსი მოქალაქის გათავისუფლება. ზურაბ აბაშიძის თქმით, რუსეთის საპატიმროში კიდევ რჩება ჯაშუშობისათვის მსჯავრდებული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე.

XS
SM
MD
LG