Accessibility links

logo-print

ბრიუსელში იწყება ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი


დღეს ბრიუსელში იწყება ევროკავშირის ლიდერების ორდღიანი სამიტი, რომლის მთავარი თემაც ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლაა. დასავლური მედიის თანახმად, სამიტს პირველ დღეს დაესწრება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ევროკავშირის ახალი გლობალური სტრატეგიის შესახებ წინადადებებს მოისმენენ და ნატოსთან ურთიერთობაზე იმსჯელებენ. განხილვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ევროკავშირის სამომავლო პოლიტიკის შემუშავებაა, ევროპაში ევროსკეპტიკოსების გავლენის შესამცირებლად და რიგითი ევროპელების ნდობის დასაბრუნებლად. ბრიუსელში დაგეგმილ სამიტზე ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი ევროკავშირის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის პრეზენტაციას გამართავს.

XS
SM
MD
LG