Accessibility links

პრემიერმა „ისტორიული“ უწოდა ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან შეთანხმების გაფორმებას


ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) გააფორმა, რომელიც შვეიცარიას, ლიხტენშტეინს, ნორვეგიასა და ისლანდიას აერთიანებს. როგორც „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, დოკუმენტს გუშინ ბერნში მოეწერა ხელი. ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულება და შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია ისტორიულ მოვლენად შეაფასა.

XS
SM
MD
LG