Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერგნეთში მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფების მორიგი შეხვედრა


სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი, რიგით 67-ე შეხვედრა. როგორც ”ინტერპრესნიუსი” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატზე დაყრდნობით წერს, შეხვედრის მონაწილეები განიხილავენ 66-ე შეხვედრის შემდგომ პერიოდში მომხდარ ინციდენტებს, ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს, მათ შორის, ბოლო დროს გახშირებულ უკანონო დაკავებებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს; „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დაყენებისა და გამყოფ ხაზზე მავთულხლართების გავლების შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილი პრობლემებს.

XS
SM
MD
LG