Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფონდო ბირჟები განაგრძობს „ბრექსიტზე“ უარყოფითად რეაგირებას


ბრიტანეთში რეფერენდუმის შემდეგ, რომლის შედეგიც ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლას მოასწავებს, ეროვნული ვალუტა კვლავ გაიაფდა და ბოლო 31 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დაეცა. ერთი გირვანქა სტერლინგი ნიუ-იორკში 1,32 დოლარი ღირდა. ბრიტანეთის ლიდერები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკა საკმარისად ძლიერია ევროკავშირიდან, ანუ მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ბლოკიდან გასვლის შემთხვევაშიც, ახალ ვითარებასთან გასამკლავებლად. მაგრამ ამ განცხადებების მიუხედავად მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე აქციების კურსი დაეცა. საფრთხის გამო, რომ ლონდონი დაკარგავს ევროპის საფინანსო ცენტრის სტატუსს, ევროპის ბანკების აქციები მკვეთრად გაუფასურდა. შეერთებულ შტატებსა და ევროპაში აქციების ინდექსებმა კიდევ 2-3% პროცენტი დაკარგა მას შემდეგ, რაც 24 ივნისს (რეფერენდუმის მომდევნო დღეს) 12%-ით გაუფასურდა. ორმა წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ, “სტანდარტ ენდ პურსმა” და “ფიტჩმა”, შეამცირა ბრიტანეთის მაჩვენებელი.

XS
SM
MD
LG