Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი ამოწმებს ინფორმაციას სტამბოლში საქართველოს ორი მოქალაქის დაშავების შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამოწმებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სტამბოლის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის შედეგად საქართველოს ორი მოქალაქე დაშავებულიყოს. თბილისში გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ საქართველოს საკონსულო ამოწმებს „არაპირდაპირი გზით“ მიღებულ ინფორმაციას. საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით ჯალაღანიამ თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, სტამბოლში მოწყობილი აფეთქებების შემდეგ თურქეთის მთელს ტერიტორიაზე გამოცხადებულია უსაფრთხოების უმაღლესი დონე.

XS
SM
MD
LG