Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შტაინმაიერი იწყებს სამდღიან ტურნეს სამხრეთ კავკასიაში


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც ამავე დროს ეუთოს მორიგე თავმჯდომარეა, იწყებს სამდღიან ვიზიტს სამხრეთ კავკასიაში. ის დღეს ჩავა სომხეთში, შემდეგ აზერბაიჯანს, ბოლოს კი საქართველოს ეწვევა. ეუთოს დღევანდელ პრესრელიზში როგორც ვკითხულობთ, შტაინმაიერმა ტურნეს დაწყებამდე აღნიშნა, რომ ევროპაში ბევრი პრობლემის მიუხედავად, ყურადღება არ უნდა მოაკლდეს ვითარებას სამხრეთ კავკასიაში, სადაც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გამწვავდეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების ამოცანას, ის, შტაინმაიერის თქმით, მთავარ საკითხებს შორის იქნება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წლიურ სესიაზე, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს 1-5 ივლისს. შტაინმაიერი სიტყვით გამოვა საპარლამენტო ასამბლეის სესიის პირველ დღეს.

XS
SM
MD
LG