Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სეპარატისტებთან ბრძოლაში დაიღუპა საოპერო მომღერალი ვასილ სლიპაკი


აღმოსავლეთ უკრაინაში დაიღუპა უკრაინელი საოპერო მომღერალი ვასილ სლიპაკი, რომელმაც ორი წლის წინ შეწყვიტა მოღვაწეობა პარიზის ოპერაში, რათა სამშობლოში სეპარატისტებთან ბრძოლაში ჩართულიყო. სლიპაკის სიკვდილი 29 ივნისს „ტვიტერით“ გავრცელებულ ცნობაში დაადასტურა ევროსაბჭოში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა დმიტრი კულებამ. უკრაინის მედიის ცნობით, დონეცკის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები და მოხალისეები ამბობენ, რომ სლიპაკი 29 ივნისს, დილას მოკლა სნაიპერმა სოფელ ლუგანსკეს მახლობლად. სლიპაკი დასავლეთ უკრაინაში, ლვოვის რეგიონში დაიბადა და ლვოვში მუსიკალური აკადემიის დასრულების შემდეგ თითქმის 20 წელი იყო პარიზის ოპერის დასის წევრი. ის 2014 წელს დაბრუნდა სამშობლოში და უკრაინელი მოხალისეების რიგებში იბრძოდა რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG