Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და რუსეთი თანამშრომლობის აღდგენას აპირებენ


თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა და ვლადიმირ პუტინმა პირველად ისაუბრეს ტელეფონით მას შემდეგ, რაც თურქეთმა შარშან რუსეთის საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოაგდო. როგორც კრემლის, ისე ერდოანის ადმინისტრაციის ცნობით, ორი პრეზიდენტი შეთანხმდა თანამშრომლობის განახლებაზე და გამოთქვა მზადყოფნა პირისპირ შეხვედრისათვის. ორივემ დადო ასევე პირობა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოლებს. სატელეფონო საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც ერდოანმა ამ კვირაში პუტინს გაუგზანა წერილი, რომელშიც სინანული გამოთქვა შარშან ნოემბერში რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. სირია-თურქეთის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შედეგად რუსი პილოტი დაიღუპა. პუტინის განცხადებით, ერდოანის წერილმა შექმნა პირობები ორმხრივ ურთიერთობაში კრიზისისათვის ბოლოს მოსაღებად. პუტინმა თქვა ასევე, რომ მთავრობას დაავალებს თურქეთთან მოლაპარაკების დაწყებას სავაჭრო ურთიერთობის აღსადგენად და თურქეთში რუსი ტურისტების ჩასვლის შემზღუდველი ზომების გასაუქმებლად.

XS
SM
MD
LG