Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლინში გაიმართება საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტების შეხვედრა


დღეს ბერლინში გაიმართება საქართველოს და გერმანიის პრეზიდენტების გიორგი მარგველაშვილის და იოახიმ გაუკის შეხვედრა და მათი ერთობლივი ბრიფინგი. ბერლინში ვიზიტისას გიორგი მარგველაშვილი შეხვდება გერმანიის ფედერალურ კანცლერს ანგელა მერკელსაც და ბუნდესთაგის და ბუნდესრატის პრეზიდენტებს ნორბერტ ლამერტს და სტანისლავ ტილიხს. 29 ივნისს, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სიტყვით გამოვიდა კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომლის თემა იყო საქართველოს ევროპული გზა.

XS
SM
MD
LG