Accessibility links

ხვალ თბილისს ეწვევა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი


ხვალ თბილისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, რომელიც შეხვდება თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს. დაგეგმილია მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენციაც. ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა შტაინმაიერის შეხვედრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესიის გახსნის ცერემონიაში, რომელიც 1 ივლისს, თბილისში გაიმართება.

XS
SM
MD
LG