Accessibility links

logo-print

საქართველოს ესტუმრება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი


დღეს საღამოს თბილისს ესტუმრება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი, რომელიც ხვალ შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში, რომელსაც 1-დან 5 ივლისამდე თბილისი უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG