Accessibility links

სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმის შემდეგ პოლიცია რეიდებს ატარებს


სტამბოლის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ თურქეთის პოლიციამ სტამბოლსა და იზმირში რეიდები ჩაატარა, რომელთა სამიზნეც ექსტრემისტულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილები იყვნენ. საინფორმაციო სააგენტო ანადოლუ იუწყება, რომ პოლიციამ სტამბოლში რამდენიმე სახლი გაჩხრიკა, თუმცა უცნობია, რეიდების ფარგლებში თუ დააპატიმრეს პირები. იზმირში ცხრა ეჭვმიტანილია დაკავებული. თურქეთის მთავრობა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებს ადანაშაულებს 28 ივნისს აეროპორტზე განხორციელებულ თავდასხმაში, რომელსაც 42 ადამიანი ემსხვერპლა და 230-ზე მეტი დაიჭრა.

XS
SM
MD
LG