Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთი: განუხორციელებელი თავდასხმის უკან სალაფიტები იდგნენ


ყაზახეთის უშიშროების წარმომადგენელთა თქმით, განუხორციელებელი ტერორისტული თავდასხმის უკან იდგნენ ისლამის ულტრაკონსერვატიული მიმდინარეობის წარმომადგენლები. ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა 29 ივნისს განაცხადა, რომ დააკავა რამდენიმე წევრი ჯგუფიდან, რომელიც გეგმავდა „ტერორისტული აქტების განხორციელებას თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით“. ამავე წყაროს ცნობით, ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დაკავებისას თავი აიფეთქა. 30 ივნისს, ჟურნალისტებთან საუბრისას კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ჟუმაკანოვმა განაცხადა, დაკავებულთაგან ექვსი სალაფიზმის მიმდევარიაო - თუმცა დასძინა, რომ მათ კავშირი არ აქვთ მიმდინარე თვეში ქალაქ აქტობეში განხორციელებულ სისხლიან თავდასხმასთან. აქტობეში ოცამდე კაცი, რომლებსაც, მთავრობის ცნობით, ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ჰქონდათ სიმპათია, თავს დაესხა იარაღის საწყობს და ეროვნული გვარდიის ობიექტს, რასაც შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. უსაფრთხოების ძალებმა მაშინ 18 თავდამსხმელი მოკლეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა აქტობეში თავდამსხმელები სალაფიტებად მოიხსენია.

XS
SM
MD
LG