Accessibility links

logo-print

თურქეთში 13 პირი დააკავეს სტამბოლის აეროპორტზე თავდასხმებთან დაკავშირებით


თურქეთის პოლიციამ 13 პირი, მათ შორის სამი უცხოელი დააკავა სტამბოლის აეროპორტზე მიტანილ სისხლიან იერიშთან დაკავშირებით. თურქეთის მედიის ცნობით, პოლიციამ 30 ივნისს სტამბოლში 16 ადგილზე განახორციელა რეიდები. მთავრობა ექსტრემისტულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოს“ სდებს ბრალს 28 ივნისს განხორციელებულ თავდასხმაში, რომელსაც 42 ადამიანი შეეწირა და 230-ზე მეტი დაიჭრა. თურქეთში გამომავალი გაზეთი „ჰურიეთი“ იუწყება, რომ სამიდან ერთ-ერთი თვითმკვლელი მოიერიშე რუსეთის ჩეჩენეთის რეგიონიდან იყო, თუმცა თურქეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს ეს ცნობა არ დაუდასტურებიათ. თურქეთის უშიშროების წარმომადგენელმა სააგენტო „როიტერსს“ უთხრა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი შესაძლოა უცხოელი იყო. ქალაქ იზმირში, სხვა მასშტაბური საპოლიციო ოპერაციის ფარგლებში დააკავეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ქონაში ცხრა ეჭვმიტანილი. ჯერჯერობით უცნობია მათაც თუ ადანაშაულებენ აეროპორტის თავდასხმასთან კავშირში.

XS
SM
MD
LG