Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადამცველები გაეროს სთხოვენ საუდის არაბეთს შეუჩეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრობა


საერთაშორისო ავტორიტეტიანი უფლებადამცველი ორგანიზაციები, ამნესტი ინტერნეიშენალი და ჰიუმან რაიტს უოჩი გაეროს მიმართავენ თხოვნით საუდის არაბეთს შეუჩეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრობა, სანამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიცია შეწყვეტს იემენში სამოქალაქო პირების ხოცვას. „საუდის არაბეთის მიერ იემენში ჩადენილი დარღვევების რაოდენობა შემაძრწუნებელიაო“, განაცხადა ჰიუმან რაიტს უოჩის დირექტორის მოადგილემ, ფილიპ ბოლოპიონმა, 29 ივნისს. მისი თქმით, საუდის არაბეთი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობს და მას პასუხს არ სთხოვენ მკვლელობისთვის, რასაც სხვა ვერც ერთი ქვეყანა ვერ შესძლებდა.საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ იემენში 2015 წლის მარტში დაიწყო საჰაერო კამპანია, ჰუთიტი მეამბოხეების დასამარცხებლად. ორი უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, რომ აღრიცხულია 69 უკანონო საჰაერო თავდასხმა, რომელთა ნაწილიც შესაძლოა ომის დანაშაულებს გაუტოლდეს და რომელთა შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 913 სამოქალაქო პირი. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ადელ ალ-ჯუბეირმა ბრალდებები უარყო და მათ „აღმაშფოთებელი“ უწოდა. ალ-ჯუბეირმა პარიზში ჟურნალისტებს უთხრა, კოალიცია ძალიან ფრთხილად მოქმედებს სამიზნეების განსაზღვრისას და ჩვენ სამოქალაქო პირებს ზიანს არ ვაყენებთო. გაეროს გენერალურ ასამბლეას შეუძლია ქვეყანას შეუჩეროს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრობა, უფლებების მასშტაბური და სისტემატური დარღვევის გამო. მიმდინარე თვეშიგაერომ საუდის არაბეთის კოალიცია შავ სიაში შეიტანა, იემენში ბავშვების დახოცვისთვის. თუმცა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი-მუნმა გაითვალისწინა საუდის არაბეთის მიერ გამოთქმული პროტესტი და კოალიცია ამოიღო სიის განხილვის დღის წესრიგიდან.

XS
SM
MD
LG