Accessibility links

logo-print

სტამბოლში თავდამსხმელები რუსეთიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან იყვნენ


თურქეთის ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ პირები, რომლებმაც სტამბოლის აეროპორტზე მიიტანეს იერიში, იყვნენ რუსეთიდან, უზბეკეთიდან და ყირგიზეთიდან. ოფიციალური პირი, რომლის სახელს არ აკონკრეტებენ და რომლის სიტყვები მოტანილია თურქეთის და დასავლეთის მედიაში, სხვა დეტალებზე არ საუბრობს. ეს განცხადება გავრცელდა ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც თურქეთის პოლიციამ გამოაცხადა, რომ 13 პირი, მათ შორის სამი უცხოელი დააკავა თავდასხმებთან კავშირის გამო. სტამბოლის აეროპორტზე 28 ივნისს მიტანილ იერიშს ემსხვერპლა 42 ადამიანი, დაიჭრა 230-ზე მეტი. მთავრობამ თავდასხმაში დაადანაშაულა ექსტრემისტული ჯგუფი, „ისლამური სახელმწიფო“. მთავრობის პოლიტიკის მხარდამჭერი გაზეთი, იენი საფაკი წერს, რომ რუსეთიდან თავდამსხმელი დაღესტნიდან იყო, რომელიც ჩეჩნეთს ესაზღვრება. ყირგიზეთის უშიშროების სამსახური განცხადებას არ აკეთებს, უზბეკეთის უშიშროებასთან დაკავშირება ჯერჯერობით არ ხერხდება. ქალაქ იზმირში, სხვა მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში თურქეთის პოლიციამ დააკავა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ქონაში ცხრა ეჭვმიტანილი. ჯერჯერობით უცნობია მათაც თუ ადანაშაულებენ აეროპორტის თავდასხმასთან კავშირში.

XS
SM
MD
LG