Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთი: თალიბანის თავდასხმას 30 პოლიციელი ემსხვერპლა


ავღანეთში თალიბანის ორი თვითმკვლელი მოიერიშე დაესხა თავს ავტობუსებს, რომლებსაც პოლიციელთა კადეტები გადაჰყავდა, რასაც ათობით ადამიანი შეეწირა და ბევრი დაიჭრა. თავდასხმა ქაბულიდან დასავლეთით, დაახლოებით 20 კილომეტრის მოშორებით მოხდა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაიღუპა 30 კადეტი, დაიჭრა 58. ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზრდება. პოლიციელები ქაბულში ბრუნდებოდნენ ვარდაკის პროვინციაში მდებარე საწვრთნელი ცენტრიდან. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ თავდასხმა დაგმო და განაცხადა, „თალიბანმა ყველაზე უკეთ გამოავლინა თავისი დაუნდობელი და სასტიკი ბუნებაო“. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა, მედიისთვის გაგზავნილ ელექტრონულ წერილში.

XS
SM
MD
LG