Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერს


საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ბერლინში შეხვდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის დროს ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ პრობლემებზე, ევროკავშირში მიმდინარე პროცესებზე. საუბარი შეეხო საქართველოსათვის ვიზების ლიბერალიზაციის პერსპექტივასაც. ასევე 30 ივნისს, უფრო ადრე, მარგველაშვილი ბერლინში მიიღო გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველო დაინტერესებულია ევროპის წარმატებით, ევროპის ეკონომიკური, პოლიტიკური გაძლიერებით დამზად არის ამ პროცესში იყოს აქტიური მოთამაშე. პრეზიდენტი შეეხო ვიზების ლიბერალიზაციის საკითხსაც: „ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ქართული დღის წესრიგი ვიზების ლიბერალიზაციის ნაწილში არ იქნება სერიოზულად შეფერხებული „ბრექსიტის“ პროცესებიდან გამომდინარე. ამის ერთ-ერთი დასტურია ის ინტენსიური თანამშრომლობა, რომელიც თუნდაც ჩემი ვიზიტის სახით გამოიხატება“, - განაცხადა მარგველაშვილმა ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მან საქართველოში მიიწვია გერმანელი კოლეგა.

XS
SM
MD
LG